გალაკტიონი

რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები!
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი,
ხელუხლებელი - როგორც მზის სხივი,
მიუწვდომელი - როგორც ედემი.


შეყვარებული გალაკტიონი

Tuesday, March 16, 2010

სადღეგრძელო იყოს მისი...

  1. პროექტის სახელი:გალაკტიონი და ოლღა ოკუჯავა.
  2. პროექტის მოკლე აღწერა: შეხვედრა ნოდარ ტაბიძესთან, გალაკტიონისა და ოლღას ურთიერთობის უცნობი დეტალები.

3.პროექტის სრული აღწერა:

ა)მოსწავლეებს გავაცნობ პროექტის შინაარსსა და მიზანს.

ბ)მოიძიონ მასალა თითოეულმა ჯგუფმა შემდეგი თანმიმდევრობით:

1)ქუთაისი, შეხვედრა, ოლღას ოჯახი, შეუღლება.

2)ოლღას გადასახლება, მიზზეზები, წერილები.

3) დაბრუნება  გადასახლებიდან,   მეორედ   დაპატიმრება  და  კვლავ   დაპატიმრება,   წერილები,  ოლღას   სიკვდილი.

გ)ექსკურსია   გალაკტიონის  სახლ-მუზეუმში.(კოტე  მარჯანიშვილის ქ.4-ში) 

(მთელი  კლასი)

დ)მოძიებულ  მასალებს   დავამატებთ  მუზეუმის  მასალებსაც  და  შევადგენთ  კითხვების  ჩამონათვალს,  რომლითაც   ვესტუმრებით   ბატონ  ნოდარს  წინასწარ   შეთანხმებულ  დროს.

 



 

შეხვედრა პოეტის ძმიშვილთან-ნოდარ ტაბიძესთან. (მოძიებული ინფორმაციის, სხვადასხვა მასალისა და ცოდნის გამოყენებით მოსწავლეები შეარჩევენ აქტუალურ, საინტერესო, მათთვის მნიშვნელოვან კითხვებს.)  

4)მონაწილეთა ასაკი-მე-9კლ, 15წელი.

5)ვადები \ხანგრძლივობა;- სამი კვირა. 12აპრილიდან-2მაისამდე.

6) პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში-ა) ჯგუფური მუშაობა-აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად საერთო გადაწყვეტილების მიღება.

ბ)კვლევა (შედარება, მნიშვნელოვნის განსაზღვრა.)

გ)კითხვის ფორმირება და დასმა.

დ)უფროს ადამიათან ქცევის კულტურა.

7)მოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას.

ა)ინტერვიუ საყვარელი პოეტის , გალაკტიონის, ცხოვრების მომსწრე, ყველაზე ახლობელ

ადამიანთან.

ბ)სასკოლო  კედლის  გაზეთი.

გ)ბუკლეტის   გამოშვება  ლამაზი   სათაურით,   წინასიტყვაობით,  საინტერესო  ფოტო  და  ლიტერატურული  მასალით.

8)სარგებელი სხვებისთვის:

საინტერესო, სანდო და მნიშვნელოვანი მასალა ;მეფე-პოეტისა’’ და მისი სიყვარულის შესახებ. აქამდე უცნობი ამბები და თავგადასავლები(შესაძლებელია ფოტოებიც.)

9) სამუშაო ენა.

ლიტერატურული ქართული.