- პროექტის სახელი:გალაკტიონი და ოლღა ოკუჯავა.
- პროექტის მოკლე აღწერა: შეხვედრა ნოდარ ტაბიძესთან, გალაკტიონისა და ოლღას ურთიერთობის უცნობი დეტალები.
3.პროექტის სრული აღწერა:
ა)მოსწავლეებს გავაცნობ პროექტის შინაარსსა და მიზანს.
ბ)მოიძიონ მასალა თითოეულმა ჯგუფმა შემდეგი თანმიმდევრობით:
1)ქუთაისი, შეხვედრა, ოლღას ოჯახი, შეუღლება.
2)ოლღას გადასახლება, მიზზეზები, წერილები.
3) დაბრუნება გადასახლებიდან, მეორედ დაპატიმრება და კვლავ დაპატიმრება, წერილები, ოლღას სიკვდილი.
გ)ექსკურსია გალაკტიონის სახლ-მუზეუმში.(კოტე მარჯანიშვილის ქ.4-ში)
(მთელი კლასი)
დ)მოძიებულ მასალებს დავამატებთ მუზეუმის მასალებსაც და შევადგენთ კითხვების ჩამონათვალს, რომლითაც ვესტუმრებით ბატონ ნოდარს წინასწარ შეთანხმებულ დროს.
შეხვედრა პოეტის ძმიშვილთან-ნოდარ ტაბიძესთან. (მოძიებული ინფორმაციის, სხვადასხვა მასალისა და ცოდნის გამოყენებით მოსწავლეები შეარჩევენ აქტუალურ, საინტერესო, მათთვის მნიშვნელოვან კითხვებს.)
4)მონაწილეთა ასაკი-მე-9კლ, 15წელი.
5)ვადები \ხანგრძლივობა;- სამი კვირა. 12აპრილიდან-2მაისამდე.
6) პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში-ა) ჯგუფური მუშაობა-აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად საერთო გადაწყვეტილების მიღება.
ბ)კვლევა (შედარება, მნიშვნელოვნის განსაზღვრა.)
გ)კითხვის ფორმირება და დასმა.
დ)უფროს ადამიათან ქცევის კულტურა.
7)მოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას.
ა)ინტერვიუ საყვარელი პოეტის , გალაკტიონის, ცხოვრების მომსწრე, ყველაზე ახლობელ
ადამიანთან.
ბ)სასკოლო კედლის გაზეთი.
გ)ბუკლეტის გამოშვება ლამაზი სათაურით, წინასიტყვაობით, საინტერესო ფოტო და ლიტერატურული მასალით.
8)სარგებელი სხვებისთვის:
საინტერესო, სანდო და მნიშვნელოვანი მასალა ;მეფე-პოეტისა’’ და მისი სიყვარულის შესახებ. აქამდე უცნობი ამბები და თავგადასავლები(შესაძლებელია ფოტოებიც.)
9) სამუშაო ენა.
ლიტერატურული ქართული.
No comments:
Post a Comment